ჩვილის საკვები მარტივი 👶 6–12 თვე

გამომცხვარი ვაშლისა და გოგრის პიურე დარიჩინით

ნოყიერი და ადვილად მოსანელებელი პიურე ჩვილებისთვის, რომელიც მდიდარია ვიტამინებით.

მომზადება
10 წთ
მოხარშვა
25 წთ
სულ დრო
35 წთ
ულუფა
2 პორცია
ეს ტკბილი და ნაზი პიურე შესანიშნავია ჩვილებისთვის, რომლებიც ახალ გემოებს ეცნობიან. გამომცხვარი ინგრედიენტები მას განსაკუთრებულ არომატს მატებს.

მომზადება

  1. 1

    გააცხელეთ ღუმელი 180°C-მდე.

  2. 2

    ვაშლი და გოგრის კუბები მოათავსეთ საცხობ ფორმაზე. შეგიძლიათ დაუმატოთ 1-2 ს.კ. წყალი, რომ არ გამოშრეს.

  3. 3

    აცხვეთ 20-25 წუთის განმავლობაში, სანამ არ დარბილდება.

  4. 4

    გამომცხვარი ვაშლი და გოგრა მოათავსეთ ბლენდერში, დაუმატეთ დარიჩინი და ცოტაოდენი წყალი/რძე/ნარევი.

  5. 5

    დააბლენდერეთ ერთგვაროვანი პიურეს მიღებამდე, საჭიროებისამებრ დაამატეთ სითხე სასურველი კონსისტენციისთვის.

მსგავსი რეცეპტები